პაატა ბურჭულაძის პარტია ხონის რაიონული ორგანიზაცია ოცდაათამდე წევრმა დატოვა

საქართველო, თბილისი - 18:25 | 20.09.2016
ნანახია: 1538

პაატა ბურჭულაძის პარტია "სახელმწიფო ხალხისთვის“ ხონის რაიონული ორგანიზაცია ოცდაათამდე წევრმა დატოვა.

როგორც პარტიიდან წასულები ჟურნალისტებთან საუბარში აღნიშნავენ, მათთვის მიუღებელია ის მიმართულება, რაც პაატა ბურჭულაძის პარტიას ,,გირჩებთან“ და გიორგი ვაშაძის ,,ახალი საქართველოსთან“ გაერთიანების შემდგომ აქვს. 

როგორც ბურჭულაძის პარტიის ხონის რაიონულ ორგანიზაციაში აღნიშნავენ, პარტიიდან წასული ადამიანები მათთვის დანაკლისი არ იქნება, რადგან ისინი აქტიურობით არ გამოირჩეოდნენ. 



პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე