ისრაელში პალესტინელის თავდასხმას ერთი ადამიანი ემსხვერპლა

საქართველო, თბილისი - 11:28 | 19.10.2015
ნანახია: 1797

ერთი ისრაელელი დაიღუპა და 10 დაიჭრა ქალაქ ბეერ-შევის ავტოსადგურზე ერთი პალესტინელის თავდასხმის შედეგად.

გავრცელებული ინოფრმაციით ორი დაჭრილის მდგომარეობა მძიმეა.

პოლიციელთა ცნობით, თავდამსხმელმა ისრაელელი ჯარისკაცი მოკლა, შემდეგ მისი ავტპომატი აიღო და ცეცხლი უმისამართოდ გახსნა.

პოლიციელებმა თავდამსხმელის ლიკვიდირება მოახერხეს, ის დანითა და პისტოლეტით იყო შეიარაღებული.

უკანასკნელი სამი კვირის განმავლობაში ისრაელში თავადასხმების შედეგად მსხვერპლთა რაოდენობამ 50-ს გადააჭარბა.





არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე