პენიტენციურ დაწესებულებებში პირველადი სამედიცინო დახმარების გაწევის საკითხებზე ტრენინგები დაიწყო

საქართველო, თბილისი - 17:19 | 20.09.2016
ნანახია: 1253

ევროკავშირისა და ევროპის საბჭოს მხარდაჭერით, პენიტენციურ დაწესებულებებში პატიმრებისთვის პირველადი დახმარების აღმოჩენის საკითხებზე ტრენინგები დაიწყო.

პირველადი სამედიცინო დახმარების თანამედროვე სტანდარტებზე  ტრენინგები პენიტენციური სისტემის სამედიცინო პერსონალის, ანუ მომავალ ტრენერთა და არასამედიცინო პერსონალის მომზადებას ითვალისწინებს. მოცემულ ეტაპზე, ტრენერთა ტრენინგში პენიტენციური დაწესებულებების 15 ექიმი მონაწილეობს. პროგრამა  პენიტენციური სისტემის სპეციფიკის გათვალისწინებითაა  შემუშავებული.

კურსის დასრულების შემდეგ შერჩეული წარმატებული ტრენერები   საქართველოს მასშტაბით პენიტენციურ სისტემაში მომუშავე არასამედიცინო პერსონალისთვის დაგეგმილ ტრენინგებში თანატრენერების სახით ჩაერთვებიან.

ტრენინგები ევროკავშირისა და ევროპის საბჭოს ერთობლივი პროექტის - „ადამიანის უფლებები და ჯანდაცვა საქართველოს ციხეებსა და დახურული ტიპის სხვა დაწესებულებებში II” ფარგლებში ტარდება. 

 





არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე