კოჯრის ციხესთან დასუფთავების აქცია გაიმართა

საქართველო, თბილისი - 15:11 | 20.09.2016
ნანახია: 1505

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ორგანიზებით, კოჯორში  დასუფთავების აქცია გაიმართა.

კოჯრის ციხის მიმდებარე ტერიტორიაზე მოხალისეებმა 100 ტომარა ნაგავი შეაგროვეს. აქციაში  ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციასთან ერთად, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრო, მოლაშქრეთა ეროვნული ფედერაცია, „TBC ბანკი" და ასამდე სტუდენტი მონაწილეობდა. დასუფთავების აქციებს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია საქართველოს სხვადასხვა რეგიონებში ხშირად მართავს.

ღონისძიებაში სხვადასხვა უმაღლესი სასწავლებლის სტუდენტები, სახელმწიფო და არასამთავრობო ორგანიზაციების სექტორის წარმომადგენლები და სხვა დაინტერესებული პირები მონაწილეობენ.  რეგისტრაცია ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის Facebookგვერდის საშუალებით ხდება.





არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე