შეფერხებული სავაჭრო და საკვები ობიექტები რუსთავში - მამუკა ჩიქოვანი ადგილობრივ ხელისუფლებას მიმართავს

საქართველო, თბილისი - 12:40 | 20.09.2016
ნანახია: 1617

რუსთავში, კოსტავას გამზრიზე უკვე 8 თვეა სარემონტო სამუშაოები მიმდინარეობს და მიმდებარე ტერიტორიაზე ქუჩები გადათხრილია, შენობები კი ხარაჩოებშია მოქცეული, ამის შესახებ ინფორმაციას ენმ-ს რუსთავის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი მამუკა ჩიქოვანი ავრცელებს.

მისივე თქმით, აღნიშნულ ტერიტორიაზე მდებარე სავაჭრო და საკვები ობიექტების მუშაობა შეფერეხებულია.

მამუკა ჩიქოვანი ადგილობრივ ხელისუფლებას მოუწოდებს სამუშაოების შემსრულებელ კომპანიას სამუშაოების დროულად დასრულება მოსთხოვოს, ან აქ მდებარე სავაჭრო და საკვებ ობიქეტებს კომპენსაცია გადაუხადონ, ვინაიდან მათი სრულყოფილი მუშაობა უკვე თვეებია შეფერხებულია.





არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე