ხაშური–ახალციხე–ვალეს საავტომობილო გზის რებილიტაცია აქტიურად მიმდინარეობს

საქართველო, თბილისი - 10:36 | 20.09.2016
ნანახია: 1829

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტი ყოველკვირეული ფოტორეპორტაჟის რუბრიკაში ხაშური–ახალციხე–ვალეს საავტომობილო გზის სარეაბილიტაციო სამუშაოების ამსახველ ფოტომასალას გთავაზობთ.

აღნიშნული გზა ერთმანეთთან  საქართველოსა და თურქეთის რესპუბლიკას აკავშირებს. ამ გზით ხორციელდება საერთაშორისო მიმოსვლა და საზრანზიტო გადაზიდვები.  ხაშური–ახალციხე–ვალეს საავტომობილო გზის 2 კილომეტრიანი მონაკვეთის (კმ61-კმ62) რეაბილიტაციის პროექტი ითვალისწინებს: გზის სფუძვლის მოწყობას, ორფენიანი ასფალტ–ბეტონის საფარის დაგებას, ადგილობრივ გზებთან მიერთებების, მოსახლეობის ეზოებში შესასვლელების, ბეტონის პარაპეტების, ავტობუსის გასჩერებელი მოედნის, ტროტუარების, გაბიონების ხელოვნური ნაგებობების საორიენტაციო ბოძკინტებისა და ლითონის ზღუდარების მოწყობას. ასევე,  გზის ჰორიზონტალური მონიშვნის სამუშაოებს.

სარეაბილიტაციო მონაკვეთზე, ამ ეტაპზე,  ბორდიურების, ტროტუარების, მოსახლეობის ეზოებში შესასვლელებისა და ადგილობრივ გზებთან მიერთებების სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს.

პროექტი სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფინანსდება და მისი ღირებულება 1 მილიონ 376.748 ათასი ლარია.   სამუშაოები მიმდინარე წლის ბოლომდე დასრულდება.

 

 





არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე