ალეპოში ჰუმანიტარული მანქანების კოლონა დაბომბეს

საქართველო, თბილისი - 10:06 | 20.09.2016
ნანახია: 1561

ალეპოში ჰუმანიტარული მანქანების კოლონა დაბომბეს. ავიადარტყმების შედეგად 12 ადამიანი დაიღუპა. დაზიანებულია 30-ზე მეტი სატვირთო მანქანა. სირიის ადამიანის უფლებათა დაცვის ცენტრის ინფორმაციით, ავიადარტყმები სირიის ან რუსეთის ავიაციამ განახორციელა. მომხდარს უკვე გამოეხმაურა აშშ სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელი ჯონ ქირბი, რომელმაც სამშვიდობო შეთანხმების დარღვევის გამო შეშფოთება გამოთქვა. დროებითი ზავი სირიაში ერთი კვირის წინ ამოქმედდა.



სამართალი



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე