მაია მელიქიძე ორგანიზაცია ARIC LLC - ის ხელმძღვანელს აფზალ რავარის შეხვდა

საქართველო, თბილისი - 17:27 | 19.09.2016
ნანახია: 1384

საქართველოს პრეზიდენტის ეკონომიკური მრჩეველი მაია მელიქიძე ირანულ ინვესტიციებთან დაკავშირებით საერთაშორისო ორგანიზაცია ARIC LLC - ის ხელმძღვანელს აფზალ რავარის შეხვდა.

შეხვედრისას საუბარი იმ ბარიერებს შეეხო, რომელიც ირანული ინვესტიციების შემოსვლას აფერხებს და რომელიც საქართველოს სავიზო პოლიტიკას უკავშირდება.

ორგანიზაცია ARIC LLC  საქართველოში, კერძოდ კი, კახეთის რეგიონში მევენახეობის მიმართულებით 28 მილიონი დოლარის ინვესტიციის საფუძველზე ეკოლოგიურად სუფთა საექსპორტო პროდუქციის წარმოებაზე მუშაობს და ხელისუფლებისაგან ინფრასტრუქტურის მოწესრიგებისა და სავიზო პოლიტიკის კუთხით ხელშეწყობის აუცილებლობაზე საუბრობს.

აფზალ რავარი საქართველოში ბიზნესის გაფართოებით და ახალი ინვესტიციების ჩადებითაა დაინტერესებული.

 

 





არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე