ავიაიერიშების შედეგად ”ისლამური სახელმწიფოს” 40 მებრძოლი დაიღუპა

საქართველო, თბილისი - 10:22 | 19.10.2015
ნანახია: 1873

”ისლამური სახელმწიფოს” სულ მცირე 40 მებრძოლი დაიღუპა ავიაიერიშის დროს სირიაში ჰამას პროვინციაში. ავიადარტყმები ავტოკოლონის წინააღმდგ განხორციელდა. ბრიტანეთში არსებული სირიის ადამიანის უფლებების დაცვის ცენტრის ინფორმაციით, ავიაიერიშის დროს ასევე განადგურდა 16 სატრანსპორტო საშუალება.

ორგანიზაციაში განაცხადეს, რომ არ აქვთ ზუსტი ინფორმაცია თუ ვისი მხრიდან იყო განხორციელებული ავიადარტყმები - რუსი სამხედროებისა თუ სირიის სამათავრობი ძალების მიერ.

”თვითმფრინავები, რომლებმაც ავიაიერიშები განახორციელეს, კოალიციას არ ეკუთვნოდა”, - განაცხადა ცენტრის ხელმძღვანელმა რამი აბდელ რახმანიმ.

 





არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე