ნიუ იორკის აფეთქებასთან კავშირში მყოფი ხუთი პირი დააკავეს

საქართველო, თბილისი - 11:09 | 19.09.2016
ნანახია: 1603

ნიუ იორკის აფეთქებასთან სავარაუდო კავშირში მყოფი ხუთი პირი დააკავეს. ამის შესახებ ტელეარხი ABC საკუთარ წყაროზე დაყრდნობით იტყობინება.

მისი ინფორმაციით, ავტომობილი, სადაც  ეჭვმიტანილები იმყოფებოდნენ, ბრუკლინისა და სტეიტენ-აილენდის დამაკავშირებელ ვერაცანო-ნაროუსის ხიდზე დააკავეს. ამასთან სამართალდამცველების ინფორმაციით, ბრალი არცერთი მათგანისთვის ამდროისთვის არ წაუყენებიათ. გამოძიება გრძელდება,

შეგახსენებთ, რომ შაბათს საღამოს 29 ადამიანი დაშავდა მანჰეტენზე მომხდარი აფეთქებისას. ასაფეთქებელი მოწყობილობა ქალაქის ცენტრში ნაგვის ბუნკერში იყო მოთავსებული. ერთ-ერთი დაშავებულის ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ დრომდე მძიმეა.

აფეთქებას ტერორისტული აქტი უწოდა ნიუ იორკის გუბერნატორმა. ენდრიუ კუომოს თქმით, ის საერთაშორისო ტერორიზმთან არ არის კავშირში, თუმცა მომხდარი ტერორისტული ქმედებაა.



სამართალი



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე