ნიუ იორკის გუბერნატორი ქალაქის ცენტრში მომხდარ აფეთქებას ტერაქტს უწოდებს

საქართველო, თბილისი - 09:56 | 19.09.2016
ნანახია: 1523

ნიუ იორკში მომხდარ აფეთქებას ტერორისტულ აქტს უწოდებს ნიუ იორკის გუბერნატორი. მისი თქმით, ის საერთაშორისო ტერორიზმთან არ არის კავშირში, თუმცა მომხდარი ტერორისტული ქმედებაა.

ენდრიუ კუომოს თქმით, პოლიცია ტერაქტის ორგანიზატორების დასაკავებლად  ყველა ღონეს მიმართავს. მიმდინარეობს სათვალთვალო კამერების ჩანაწერების გაშიფვრა.  ტელეკომპანია ფოქს ნიუსის ინფორმაციით,  მანჰეტენსა და ნიუ ჯერსიში  მომხდარი აფეთქებები სავარაუდოდ ერთი პირის ორგანიზებულია.

პარალელურად, ვრცელდება ნიუ იორკის ცენტრში სათვალთვალო კამერებით გადაღებული კადრები. პოლიციამ აფეთქების ადგილის სიახლოვეს ხელჩანთიანი მამაკაცი შენიშნა, თუმცა უცნობია აქვს თუ არა მას კავშირი ტერაქტთან.





არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე