მერკელის პარტიამ ბერლინის პარლამენტში უმრავლესობა დაკარგა

საქართველო, თბილისი - 09:20 | 19.09.2016
ნანახია: 1600

სოციალ-დემოკრატებისა და ქრისტიან დემოკრატთა კავშირის მმართველმა კოალიციამ ბერლინის პარლამენტში უმრავლესობა დაკარგა. ქრისტიან-დემოკრატიულმა პარტიამ, რომელსაც ანგელა მერკელი ხემლმძღვანელობს თავისი ისტორიის განმავლობაში ყველაზე ცუდი შედეგი აჩვენა. ბერლინში ადგილობრივი არჩვენები გუშინ გაიმართა. პარლამენტში 130 ადგილის მოსაპოვებლად 21 პარტია იბრძოდა.  

წინასწარი მონაცემებით ქრისტიან-დემოკრატებს ხმა ამომრჩეველთა 18 პროცენტმა მისცა, სოციალ-დემოკრატებმა 22 პროცენტი მიიღეს, მესამე-მეოთხე პოზიციებს კი ხმათა 15 პროცენტით მემარცხენეები და მწვანეები ინაწილებენ. არჩევნების შედეგები სოციალ-დემოკრატებს, მწვანეებსა და მემარცხენეებს საშუალებას აძლევს ახალი კოალიცია შექმნან და ქრისტიან-დემოკრატებს ხელისუფლება დაატოვებინონ.



სამართალი



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე