სამი ადამიანი დაშავდა თბილისში მომხდარი ავტოავარიის შედეგად

საქართველო, თბილისი - 09:09 | 19.09.2016
ნანახია: 1272

სამი ადამიანი დაშავდა ავტოავარიის შედეგად ვაკე-საბურთალოს დამაკავშირებელ გზაზე. დაშვებულთაგან ერთი მცირეწლოვანი ბავშვია. სამივე მათგანი საავადმყოფოში გადაიყვანეს.

თვითმხილველების თქმით, ერთმანეთს სამი მანქანა შეეჯახა, რომელთაგან ერთ-ერთი დიდი სიჩქარით მოძრაობდა, რამაც გამოიწვია ავარია. დაშავებულები სხვადასხვა მანქანაში ისხდნენ.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ავტოსაგზაო შემთხვევის ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ავტოსატრანსპორტო საშუალების ექსპლუატაციისა და უსაფრთხოების წესების დარღვევას ითვალისწინებს.

 





არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე