ქედის სასწრაფო დახმარების ცენტრს ახალი შენობა გადაეცა

საქართველო, თბილისი - 17:55 | 18.09.2016
ნანახია: 1634

ქედის სასწრაფო სამედიცინო დახმარების რაიონულ ცენტრს ახალი ადმინისტრაციული შენობა გადაეცა.

ქედის სასწრაფო სამედიცინო დახმარების რაიონული ცენტრი ახალ მისამართზე სარემონტო სამუშაოების შემდეგ განთავსდა.

სასწრაფო დახმარების ადმინისტრაციული შენობაში ახალი ტექნიკა და ინვენტარი განთავსდა.  

ამ დრომდე ქედის სასწრაფო დახმარების 26 თანამშრომელს  კერძო კლინიკის ორ ოთახში იყო უწევდა ყოფნა, სადაც შესაბამისი სამუშაო პირობები არ არსებობდა.

მომდევნო ეტაპზე, ადმინისტრაციული შენობები ხულოსა და შუახევის სასწრაფო სამედიცინო დახმარების რიონულ ცენტრებს გადაეცემა.

ახალი ადმინისტრაციული შენობა ქედის მუნიციპალიტეტმა დააფინანსა.





არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე