გიორგი კოპაძე წინასაარჩევნო შეხვედრებს განაგრძობს

საქართველო, თბილისი - 14:45 | 18.09.2016
ნანახია: 1312

"ქართული ოცნება -დემოკრატიული საქართველოს" ახალციხისა და ადიგენის მაჟორიტარობის კანდიდატმა გიორგი კოპაძემ მორიგი წინასაარჩევნო შეხვედრა ქალაქ ახალციხეში, თამარაშვილის, რუსთაველის, თაყაიშვილის, წიქვაძისა და კოსტავას ქუჩებების მცხოვრებლებთან გამართა.

როგორც კოპაძემ შეხვედრაზე აღნიშნა, „ქართული ოცნების“ მიერ მომავალი ოთხი წლის განმავლობაში დაგეგმილ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე, განათლებისა და ჯანდაცვის სისტემაში ცვლილებებზე ისაუბრა.

„ოთხი წლის განმავლობაში ჩევნ გვექნება კიდევ უფრო სერიოზული შედეგები ახალი ინფრასტრუქტურით, თანამედროვე განათლების სისტემით, რომელიც ორიენტირებული იქნება, რათა თითოეულმა მოქალაქემ იგრძნოს ეკონომიკური კეთილდღეობა“, - განაცხადა გიორგი კოპაძემ.





არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე