საქართველოს პრეზიდენტი პროფესორ ნოდარ ტაბიძის გარდაცვალების გამო, მწუხარებას გამოთქვამს

საქართველო, თბილისი - 14:40 | 18.09.2016
ნანახია: 1272

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი პროფესორ ნოდარ ტაბიძის გარდაცვალების გამო, მწუხარებას გამოთქვამს. 
„ძალზე დამწყვიტა გული ცნობამ ბატონი ნოდარ ტაბიძის გარდაცვალების შესახებ.
გამორჩეული პუბლიცისტი და შესანიშნავი პედაგოგი, იგი ერთნაირი თავდადებით ემსახურებოდა ჟურნალისტიკის განვითარებას და მომავალ თაობათა აღზრდას. განუზომელია ბატონი ნოდარის წვლილი მისი ბიძის, დიდი გალაკტიონის შემოქმედების მეცნიერულ შესწავლაში.
ბატონი ნოდარი დააკლდება არა მხოლოდ ოჯახს და ახლობლებს, არამედ ქართულ ჟურნალისტიკას, დედა-უნივერსიტეტს, მთლიანად ჩვენ საზოგადოებას.
მის ოჯახთან ერთად ვწუხვარ ამ დანაკლისს და პატივს მივაგებ ბატონი ნოდარის ნათელ ხსოვნას“, - აღნიშნავს პრეზიდენტი. 
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი, მწერალი და პუბლიცისტი ნოდარ ტაბიძე 86 წლის ასაკში გარდაიცვალა.





არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე