გიგი წერეთელი ავტომშენებლის N47-ში მცხოვრებ დევნილებს შეხვდა და მათ პრობლემებს გაეცნო

საქართველო, თბილისი - 13:14 | 18.09.2016
ნანახია: 1318

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ქუთაისის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი გიგი წერეთელი ავტომშენებლის N47-ში მცხოვრებ დევნილებს შეხვდა და მათ პრობლემებს გაეცნო.

ადგილობრივებს დღემდე არ აქვთ გაზმომარაგება,მოშლილია საკანალიზაციო სისტემა, წყალი  კი გრაფიკით მიეწოდებათ.

სარდაფებში არსებული სინესტე და ჭერიდან ჩამოჟონილი  წყალი საცხოვრებელ კორპუსში ავარიულ მდგომარეობას ქმნის.

კანდიდატმა მათ პარტიის სამოქმედო პროგრამა და ქუთაისის განვითარების გეგმა გააცნო.





არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე