ზუგდიდში სოფლის რწმუნებულს სცემეს

საქართველო, თბილისი - 15:35 | 16.09.2016
ნანახია: 1367

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ უჩაშონას რწმუნებული ბეჟან ჭურღულია სცემეს. შემთხვევა სოფელ ახალსოფლის ცენტრში მოხდა. ბეჟან ჭურღულიაა ხალსოფლისა და ოფაჩხუას რწმუნებულთან ერთად გამგეობის შენობაში იმყოფებოდა.

2030News-ის ინფორმაციით, ბეჟან ჭურღულია ორმა პირმა გამოიყვანა შენობიდან, რასაც მოყვა სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირება.

ახალსოფლის გამგეობის წარმომადგენლის ლადო ქვარცხავას  ინფორმაციით, პირები, რომლებმაც უჩაშონას რწმუნებული სცემეს „ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერები, გიგა მაქაცარია და ნიკა ჭურღულია არიან.

ბეჟანა ჭურღულია ამჟამად დაკითხვაზე ზუგდიდის სამმართველოში იმყოფება





არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე