ღარიბაშვილი: ადამიანები, ახორციელებენ NDI-ს კვლევებს, პირდაპირ დაკავშირებულნი არიან "ნაციონალურ მოძრაობასთან"

საქართველო, თბილისი - 16:13 | 18.10.2015
ნანახია: 1748

ადამიანები, ახორციელებენ NDI-ს კვლევებს, პირდაპირ დაკავშირებულნი არიან "ნაციონალურ მოძრაობასთან",-ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებთან თემის კომენტირებისას განაცხადა.

ყველაზე მთავარ კვლევად კი პრემიერი არჩევნების დღეს მიიჩნევს.

“ბევრი კითხვის ნიშანი ისმის მრავალი წელია NDI-ს კვლევების მიმართ. მინდა, თავად ორგანიზაციის მისამართით ჩემი პატივისცემა კიდევ ერთხელ დავაფიქსირო. მაგრამ, ის ადამიანები, რომლებიც წლების განმავლობაში უშუალოდ ახორციელებენ ამ კვლევებს, პირდაპირ არიან დაკავშირებულნი “ნაციონალურ მოძრაობასთან”. ეს კვლევა ჩვენი მოსახლეობისთვის არ არის საინტერესო. მოსახლეობას აინტერესებს, თუ რას აკეთებს და რის გაკეთებას აპირებს მთავრობა, რაც აისახება მათ მდგომარეობაზე. რაც მთავარია, ყველაზე მთავარი კვლევა არის არჩევნების დღე, იქ გამოჩნდება ვის ენდობა ხალხი და ვის ანდობს ჩვენს ქვეყანას”, - აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა ჟურნალისტებთან საუბრისას.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე