ღარიბაშვილი: მე არ მიმიცია დაპირება ამ კადრების განადგურების

საქართველო, თბილისი - 16:12 | 18.10.2015
ნანახია: 1918

მე არ მიმიცია დაპირება ამ კადრების განადგურების,-ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებთან თემის კომენტირებისას განაცხადა.

მისივე თქმით, რიგი მედიასაშულებებით გავრცელებული ინფორმაცია, წამების ამსახველი კადრების განადგურების შესახებ, არასწორია.

“მე არ მიმიცია დაპირება ამ კადრების განადგურების, ამის უფლება არ მქონდა, რადგან კანონზე მაღლა არავინ დგას. ჩვენ გავანადგურეთ პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეოფირები. რაც შეეხება წამების კადრებს, ამის განადგურების უფლება არავის აქვს, ის ინახება საქმეში, პროკურატურაში”,-განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე