უშიშროების საბჭოს დღევანდელ სხდომაზე ირინე იმერლიშვილის შემცვლელზე არ უმსჯელიათ

საქართველო, თბილისი - 18:21 | 15.09.2016
ნანახია: 1259

უშიშროების საბჭოს დღევანდელ სხდომაზე ირინე იმერლიშვილის შემცვლელზე არ უსაუბრიათ. უშიშროების საბჭოს მოქმედმა მდივანმა ირინე იმერლიშვილმა სხდომის შემდეგ განაცხადა, რომ უშიშროების საბჭოს მდივნის დანიშვნა ექსკლუზიურად პრეზიდენტის გადასაწყვეტია.

"როგორც მე ვიცი, შემცვლელზე პრეზიდენტს ჯერ გადაწყვეტილება მიღებული არ აქვს", - განაცხადა იმერლიშვილმა და აღნიშნა, რომ ამ საკითხზე პრეზიდენტს მასთან ჯერ კონსულტაცია არ ჰქონია.

 

 





არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე