ბიძინა გეგიძე მცირე მეწარმეებს შეხვდა

საქართველო, თბილისი - 17:12 | 15.09.2016
ნანახია: 1269

“ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ ვაკის მე-2 ოლქის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ბიძინა გეგიძე, საარჩევნო კამპანიის ფარგლებში, მცირე მეწარმეებს შეხვდა. შეხვედრის მთავარი მიზანი ხელისუფლების მიერ შემუშავებული 4-პუნქტიანი გეგმის გაცნობა იყო.

აღნიშნულ გეგმაში   ეკონომიკური რეფორმების პაკეტი შედის დ მისი მიზანი მცირე ბიზნესის გავითარება და  მეწარმეების მხარდაჭერაა. გეგმის გაცნობის შემდეგ ვაკის მე-2 ოლქის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა მეწარმეებისგან წინადადებები მოისმინა, თუ კიდევ რა ნაბიჯები შეიძლება გადაიდგას სახელმწიფოს მხრიდან, რათა მაქსიმალურად წახალისდეს მცირე და საშუალო ბიზნესი.





არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე