„ადამიანებს აწუხებდათ თავის ტკივილი" - ელენე ხოშტარუია თბილისში გაჟონილ ბუნებრივ აირთან დაკავშირებით

საქართველო, თბილისი - 15:32 | 15.09.2016
ნანახია: 1822

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ვაკის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატ ელენე ხოშტარიას განცხადებით, გუშინ გაჟონილ ბუნებრივ აირთან დაკავშირებით დედაქალაქის მიერიისა და ჯანდაცვის სამინისტროს მხრიდან დუმილი, მთავრობის უპასუხისმგებლობის კიდევ ერთი მაგალითია.

„გუშინ დილით მთელმა ქალაქმა გავიღვიძეთ ბუნებრივი აირის სუნში და მთელი დღის განმავლობაში ისმოდა ჩივილი მოქალაქეების ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების შესახებ, ადამიანებს აწუხებდათ თავის ტკივილი და სხვა ტიპის ჩივილები. 11 ადამიანი იყო ოფიციალურად დარეგისტრირებული საავადმყოფოში მოწამვლის ნიშნებით.
მიუხედავად ასეთი სიტუაციისა, მთელი დღის განმავლობაში  ქალაქის ხელმძღვანელობისგან, ჯანდაცვის სამინისტროდან და ზოგადად მთავრობისგან არ გაკეთებულა არცერთი განცხადება. გუშინ ჩვენ შეგნებულად შევიკავეთ თავი განცხადების გაკეთებისგან, რადგან პანიკური სიტუაცია არ შექმნილიყო მოსახლეობაში და ასევე ველოდებოდით ხელისუფლებისგან განმარტების გაკეთებას.

დღემდე არ გაკეთებულა ამ თემაზე განმარტება და ეს არის კიდევ ერთი შემთხვევა უპასუხისმგებლობის, ადამიანების მიმართ გულგრილი დამოკიდებულების ქალაქის ხელმძღვანელობისგან. ეს არის დაუშვებელი და ჩვენ გვესმოდა ყაზტრანგაზის ბუნდოვანი განცხადება თითქოს დაგეგმილი გაშვება იყო შემდეგ კი თითქოს ტექნიკური პრობლემა აღმოიფხვარა და საბოლოოდ ჩვენ არ ვიცით გუშინ რატო იყო ეს სიტუაცია“, - განაცხადა ელენე ხოშტარიამ.





არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე