დავით უსუფაშვილი პარლამენტის თავმჯდომარეთა ევროპულ კონფერენციაზე სიტყვით გამოვა

საქართველო, თბილისი - 14:47 | 15.09.2016
ნანახია: 1450

დღეს, 15 სექტემბერს, სტრასბურგში მუშაობა დაიწყო ევროპის საბჭოს წევრი და პარტნიორი ქვეყნების პარლამენტების თავმჯდომარეთა ევროპულმა კონფერენციამ, სადაც მონაწილეობას იღებსსაქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, დავით უსუფაშვილი. 

კონფერენციის პირველ დღეს დაგეგმილია პარლამენტის თავმჯდომარის სიტყვით გამოსვლა თემაზე - პარლამენტების როლი დემოკრატიის, ადამიანის უფლებებისა და კანონის უზენაესობისსაქმეში.

ორი დღის განმავლობაში პარლამენტის თავმჯდომარეთა ევროპულ კონფერენციაზე ფორუმის მონაწილეები იმსჯელებენ, აგრეთვე, ისეთ საკითხებზე, როგორიცაა: პარლამენტების მობილიზებარასიზმის წინააღმდეგ და ევროპის მიგრაციულ კრიზისი და ამ პროცესში პარლამენტების როლი.

ევროპის საბჭოს წევრი და პარტნიორი ქვეყნების პარლამენტების თავმჯდომარეების ევროპული კონფერენცია ორ წელიწადში ერთხელ იმართება და მასში 350-მდე დელეგატი მონაწილეობს.ღონისძიება ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის (PACE) მიერაა ორგანიზებული.





არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე