დავით ნარმანია: სასამართლოს უნდა ვცეთ პატივი

საქართველო, თბილისი - 14:41 | 18.10.2015
ნანახია: 1937

 სასამართლოს უნდა ვცეთ პატივი, -ამის შესახებ განცხადება დედაქალაქის მერმა დავით ნარმანიამ, ტელეკომპანია "რუსთავი-2"-ის საქმეზე საუბრისას გააკეთა.

მისი თქმით, წინასწარ ძალიან ძნელია მჯსელობა იმაზე, თუ რა გადაწყვეტილება იქნება სასამართლოზე მიღებული. ნარმანია ამბობს, რომ გადაწყვეტილების მიღებამდე განცხადებებისა და შეფასებების კეთება არ არის სწორი.

„წინასწარ ძალიან ძნელია მჯსელობა იმაზე, თუ რა გადაწყვეტილება იქნება სასამართლოზე მიღებული და არც არის სწორი. მოქმედი კანონმდებლობიდან გამომდინარე ეს ყველაფერი სასამართლოს უნდა მივანდოთ და სასამართლოს უნდა ვცეთ პატივი,“-განაცხადა დავით ნარმანიამ.

შეგახსენებთ, რომ ტელეკომპანია "რუსთავი-2"-ის საქმესთან დაკავშირებით, თბილისის საქალაქო სასამართლოში პროცესი 19 ოქტომბერს არის ჩანიშნული.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე