ვაჟა-ფშაველას VI კვარტალში წყალ-კანალიზაციის სარეაბილიტაციო სამუშაოები დასრულდა

საქართველო, თბილისი - 16:06 | 14.09.2016
ნანახია: 1276

ვაჟა-ფშაველას VI კვარტლის მე-4 კორპუსის ტერიტორიაზე წყალ-კანალიზაციის სარეაბილიტაციო სამუშაოები დასრულდა. ვაკის რაიონის გამგეობის თანადაფინანსებული პროექტების ფარგლებში, მისამართზე გამოიცვალა 100, 150 და 250 მმ. მილები, წყალ-კანალიზაციის სისტემა სრულად მოწესრიგდა.

სამუშაოების შესასრულებლად გამგეობის მიერ თანხის 85 % - 25966.91 ლარი გამოიყო (სრული თანხა – 30549.31 ლარს შეადგენს).




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე