„ვერავინ გაექცევა დანაშაულს" - პრემიერი გოდერძი თევზაძის დაკავებაზე

საქართველო, თბილისი - 12:16 | 14.09.2016
ნანახია: 1693

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი დემურ სტურუას თვითმკვლელობამდე მიყვანაში ბრალდებული გოდერძი თევზაძის პოლიციისთვის ჩაბარებასთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა.

„ძალია კარგია, რომ ის არის დაკავებული დღეს, მას აქვს სრული უფლება, რომ დაიცვას თავისი უფლებები. რადგან გამოძიება მიმდინარეობს, ჩვენ წინასწარი კომენტარები აღარ უნდა გავაკეთოთ. გამოძიება ჩატარდება და მერე ყველაფერი დადასტურდება რა არის სიმართლე და ვერავინ ვერ გაექცევა დანაშაულს, მაგრამ ჯერ გამოძიება მიმდინარეობს“, - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.  

 

 





არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე