მუხიანის დასახლებაში ახალი გზა დაიგება

საქართველო, თბილისი - 16:35 | 13.09.2016
ნანახია: 1310

თბილისის მერიის ინფორმაციით, მუხიანის დასახლებაში ახალი გზა დაიგება. აღნიშნულ დასახლებაში 25 000 კვ.მ ფართობზე ასფალტ-ბეტონის საფარის დაგება და 4 კმ-მდე სიგრძის სანიაღვრე ქსელის მოწყობაა დაგეგმილი.

თბილისის მერი დავით ნარმანია, გლდანის რაიონის გამგებელთან დიმიტრი ორმოცაძესთან ერთად, დღეს მუხიანი N2-ის დასახლებაში იმყოფებოდა. 

როგორც მერიაში აცხადებენ, საწყის ეტაპზე დასახლებაში ქუჩების პროექტირება მოხდება, რის შემდეგაც, მომავალი წლიდან უკვე ძირითადი სამუშაოები დაიწყება.

სამუშაოების ღირებულება, დაახლოებით, 2 000 000 ლარი იქნება.

თბილისის მერი გამგებელთან ერთად ადგილზე მოსახლეობას შეხვდა, დაგეგმილი სამუშაოების შესახებ ინფორმაცია გააცნო და მათი მოსაზრებები მოისმინა.





არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე