კასპის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ქართული ჭიდაობის ტურნირს დაესწრო

საქართველო, თბილისი - 16:08 | 13.09.2016
ნანახია: 5782

„ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ კასპის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი, ირაკლი მეზურნიშვილი, სოფელ კავთისხევში, ამავე სოფილის მკვიდრის, ვალიკო იაშვილის სახელობის არენაზე, ქართული ჭიდაობის ტურნირს დაესწრო.

როგორც ირაკლი მეზურნიშვილმა აღნიშნა, ჭიდაობა ქართველი სპორტსმენებისთვის ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული სახეობაა.

“ქართული ჭიდაობის უნივერსალურობაზე მეტყველებს ის ფაქტიც, ყველაზე მეტი ოლიმპიური, ევროპისა თუ მსოფლიო ჩემპიონი სწორედ სპორტის ამ სახეობაში გვყავს“, - განაცხადა მეზურნიშვილმა.

მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა სპორტსმენებს წარმატება უსურვა.





არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე