დავით უსუფაშვილი ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის წინასაარჩევნო მისიის წევრებს შეხვდა

საქართველო, თბილისი - 16:04 | 13.09.2016
ნანახია: 1265

პარლამენტის თავმჯდომარემ, დავით უსუფაშვილმა საქართველოში ვიზიტით მყოფ ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის წინასაარჩევნო მისიის წევრებს საქმიან სადილზე უმასპინძლა.

მხარეებმა ისაუბრეს წინასაარჩევნო პერიოდზე, მიმოიხილეს რეგიონში არსებული ვითარება და ყურადღება გაამახვილეს საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციისსაკითხებზე. ხაზი გაუსვეს, რომ საპარლამენტო არჩევნების მშვიდ და სამართლიან ვითარებაში ჩატარება ქართული დემოკრატიისთვის მნიშვნელოვანი გამოცდა იქნება.

ორდღიანი ვიზიტის ფარგლებში, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის წინასაარჩევნო მისიის წევრები შეხვედრებს გამართავენ: საქართველოს პარლამენტის ფრაქციებისწარმომადგენლებთან; ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარესთან, თამარ ჟვანიასთან; შინაგან საქმეთა მინისტრთან, გიორგი მღებრიშვილთან და საქართველოს პრემიერ-მინისტრთან,გიორგი კვირიკაშვილთან.





არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე