საქართველოს პარლამენტში სამოქალაქო თანამშრომლობის ცენტრი გაიხსნა
საქართველო, თბილისი - 16:00 | 13.09.2016 ნანახია: 1853
პარლამენტის თავმჯდომარემ, დავით უსუფაშვილმა, თბილისში, პარლამენტის სასახლეში, სამოქალაქო თანამშრომლობის ცენტრი გახსნა. ღონისძიებას საქართველოს პარლამენტის წევრები, ღიადა გამჭვირვალე მმართველობის მუდმივმოქმედი საპარლამენტო საბჭოს და მასთან არსებული საკონსულტაციო ჯგუფის წევრები, აგრეთვე, არასამთავრობო სექტორის, დონორი ორგანიზაციებისდა საქართველოს პარლამენტის აპარატის წარმომადგენლები დაესწრნენ.
როგორც დავით უსუფაშვილმა განაცხადა, საქართველოს პარლამენტმა გადაწყვიტა, რომ დღეს, სამოქალაქო თანამშრომლობის ცენტრის გახსნით გამოხმაურებოდა მსოფლიოში მიმდინარე ძალიანმნიშვნელოვან მოვლენას - მსოფლიო მასშტაბით მიმდინარე საპარლამენტო ღიაობის კვირეულისაღნიშვნას.
„ჩვენ, ერთი წლის წინ, ამ ღონისძიების აღსანიშნავად, ამ პარლამენტის კედლებში ჩავატარეთ ძალიან წარმატებული საერთაშორისო კონფერენცია, სადაც 30-მდე ქვეყნის პარლამენტის წევრებიგვესწრებოდნენ და საზეიმოდ აღვნიშნეთ ის ფაქტი, რომ მანამდე მექსიკაში, მეხიკოში გამართულ მსოფლიო ფორუმზე, საქართველოს პარლამენტს გადაეცა პირველი ხარისხის ჯილდოსაპარლამენტო ღიაობისთვის და იმის მცდელობისთვის, რომ პარლამენტი ჭეშმარიტად გახდეს ხალხის კუთვნილება, ამ შენობაში წარმოდგენილნი იყვნენ არამარტო ხალხის რჩეულნი, არამედეს შენობა თავისი საქმიანობით იყოს ბოლომდე ღია და გახსნილი ჩვენი მოქალაქეებისთვის", - აღნიშნა პარლამენტის თავმჯდომარემ.
დავით უსუფაშვილის განცხადებით, საპარლამენტო ღიაობა აუცილებელია არამარტო იმისთვის, რომ მოქალაქეებმა დროულად მიიღონ ინფორმაცია, არამედ უფრო იმისთვის, რომ მათ დროულადმიაწოდონ პარლამენტს თავიანთი შეხედულებები, პოზიციები და შენიშვნები სხვადასხვა საკითხებზე.
„ეს შეუძლებელია, თუ არ იქნება ძალიან კონკრეტული მექანიზმები და კონკრეტული მოდელები დანერგილი საპარლამენტო ცხოვრებაში. ამ მიზნით, საქართველოს პარლამენტში შეიქმნასპეციალური სამუშაო ჯგუფი, პარლამენტის რეგლამენტში შევიდა ცვლილება და ამიერიდან, ეს არის მყარ სამართლებრივ საფუძველზე მდგარი ინტერპარტიული ჯგუფი, რომლისშემადგენლობაში ძალიან აქტიურად მონაწილეობენ წამყვანი არასამთავრობო ორგანიზაციები, სამოქალაქო სექტორის ის წარმომადგენლები, რომლებსაც აქვთ ძალიან ნაყოფიერი და ხანგრძლივიგამოცდილება პარლამენტთან ურთიერთობის.
ჩვენ შევიმუშავეთ საკმაოდ ამბიციური სამოქმედო გეგმა, რომლის ძირითადი ნაწილი შესრულებულია და კიდევ გვაქვს იმედი, რომ 8 ოქტომბრამდე რამდენიმე საკითხს დავასრულებთ იმისთვის,რომ მომავალ პარლამენტს დავახვედროთ საკმაოდ სერიოზული ნამუშევარი ამ მიმართულებით.
ამ ყველაფრის კოტექსტში დღეს, "ჩვენ გადავწყვიტეთ, საქართველოს პარლამენტში ინსტიტუციურად დავაფუძნოთ საქართველოს პარლამენტის სამოქალაქო თანამშრომლობის ცენტრი", -აღნიშნა პარლამენტის თავმჯდომარემ.
მისი თქმით, ამიერიდან, "ეს ადგილი იქნება ღია იმ ორგანიზაციებისთვის, რომლებსაც პარლამენტთან აქვთ სათანამშრომლო პროექტები, რომლებსაც სურთ პარლამენტში ჩაატარონ გარკვეულიღონისძიებები, შეხვედრები პარლამენტის წევრებთან, ინტერესჯგუფებთან, გამოიკვლიონ ის საკითხები, რომლებიც მათ აინტერესებთ, გამოვიდნენ სხვადასხვა ინიციატივებით დამოსაზრებებით. „სამოქალაქო თანამშრომლობის ცენტრი ღია იქნება ყველა იმ ორგანიზაციისთვის, ვისაც პარლამენტთან ექნება ხანგრძლივი, პროდუქტიული და ორმხრივად ხელსაყრელითანამშრომლობის სურვილი", - აღნიშნა დავით უსუფაშვილმა.
პარლამენტის თავმჯდომარემ ღონისძიებაზე დამსწრე საზოგადოებას სამოქალაქო თანამშრომლობის ცენტრის გახსნა მიულოცა და იმედი გამოთქვა, რომ ეს ხელს შეუწყობს დემოკრატიულიინსტიტუტების განვითარებას. „დღეს, ჩვენ წარმოდგენილი ვართ სხვადასხვა პოლიტიკური გუნდების და ჯგუფების წარმომადგენლები იმიტომ, რომ პარლამენტი ყველასია, ყველაპოლიტიკური პარტიის და დღეიდან გახდება ყველა მოქალაქის და ყველა სამოქალაქო აქტივისტის კიდევ უფრო მეტად. გილოცავთ და იმედი მაქვს, რომ ეს იქნება კიდევ ერთი სერიოზულინაბიჯი დემოკრატიული ინსტიტუციური განვითარებისთვის ქვეყანაში", - აღნიშნა დავით უსუფაშვილმა.
როგორც პარლამენტის თავმჯდომარემ განაცხადა, სამოქალაქო თანამშრომლობის ცენტრს გაუძღვება საქართველოს პარლამენტის აპარატი და მის მომსახურებას და მენეჯმენტს აპარატისთანამშრომლები განახორციელებენ.
სამოქალაქო თანამშრომლობის ცენტრის სტრატეგიული მიზანია საქართველოს პარლამენტის ინსტიტუციური გაძლიერება, ეფექტური საჯარო-კერძო საკანონმდებლო დიალოგის უზრუნველყოფადა საპარლამენტო ღიაობის პროცესის ხელშეწყობა. თავისი მანდატის ფარგლებში, ცენტრის საქმიანობა მიმართულია პარლამენტისა და სამოქალაქო სექტორის ეფექტიანი თანამშრომლობისკენ დაღიაა იმ სამოქალაქო თუ საზოგადოებრივი ორგანიზაციებისთვის, რომელთაც თავიანთი ხედვებისა და პროექტების განსახორციელებლად უკვე შეთანხმებული აქვს ან მომავალში გეგმავსსაქართველოს პარლამენტთან თანამშრომლობას.
ღონისძიება გაიმართა გლობალური საპარლამენტო ღიაობის კვირეულის (GLOW) ფარგლებში, რომელიც ყოველწლიურად 12-18 სექტემბერს აღინიშნება მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში დამოწოდებაა სამოქალაქო საზოგადოებისა და პარლამენტებისადმი, რათა მათ ხელი შეუწყონ საკანონმდებლო ღიაობას და ჩართულობას კანონშემოქმედებით პროცესებში.
პოლიტიკა
- ელენე ხოშტარიას ჯანმრთელობის მიმართ პენიტენციური სისტემის დამოკიდებულება პოლიტიკური დევნის მკაფიო გამოხატულებას წარმოადგენს - ქალი პოლიტიკოსები
- ირაკლი კობახიძე ოფიციალური ვიზიტით ტაჯიკეთში გაემგზავრა
- რა საჭიროა ამდენი ყურადღება და დროის დათმობა ერთ-ერთი ოპოზიციური პარტიის შიდა დაკა-დაკაზე და ვნებათაღელვაზე, როცა ქვეყანაში და ქვეყნის გარეთ დგას ბევრად მწვავე, უმნიშვნელოვანესი საკითხები? - სალომე ზურაბიშვილი
- ლუქსემბურგის მხარეს ვთხოვეთ, ევროკომისიასთან დააყენოს საკითხი საქართველოსთან დიალოგის განახლების შესახებ, მზად ვართ კრიტიკულ საკითხებზე სასაუბროდ - ნიკოლოზ სამხარაძე
საზოგადოება
- ისრაელის ბიზნესსაზოგადოებასთან თანამშრომლობა - მზადება იერუსალიმის ბიზნესფორუმისთვის საქართველოში
- PSP-ს კამპანია Cannes Lions-ის ორ ყველაზე პრესტიჟულ კატეგორიაში მოხვდა
- მახსოვს, როგორ ვიკრიბებოდით ე.წ. "იატაკქვეშეთში"… ვემზადებოდით რადიკალური ქმედებისთვის იმ შემთხვევაში,თუ ქუჩის აქციები კულმინაციას და შეუქცევადობას მიაღწევდენენ - მოროშკინა
- 6-8 ივნისს თბილისში ჰაერის ტემპერატურა 29 გრადუსამდე მოიმატებს
სამართალი
- ელენე ხოშტარიას ჯანმრთელობის მდგომარეობა უარესდება, აქვს მოძრაობის გაძნელება, თურქი ექიმების შეფასებით, სათანადო მკურნალობის გარეშე, შესაძლოა, მის ჯანმრთელობას გამოუსწორებელი ზიანი მიადგეს - ადვოკატი
- აჭარაში ნარკოდანაშაულის ბრალდებით ორი პირი დააკავეს
- სამართალდამცველებმა ნარკოდანაშაულის ბრალდებით შვიდი პირი დააკავეს, ამოღებულია ნახევარ კილოგრამამდე „მეთადონი“
- სენაკში შვილმა მამა დაჭრა
მსოფლიო
- პუტინს სურს, რომ ჩვენთან ყველაფერი იწვოდეს, ის შეშლილია, ამის მიუხედავად, მზად ვართ მასთან მოლაპარაკებისთვის, მაგრამ ევროპამ სრულად უნდა იმოქმედოს, რათა ჩვენ ძლიერი პოზიცია გვქონდეს - ვოლოდიმირ ზელენსკი
- რუსებისთვის ჯოჯოხეთი იწყება - მიხაილო ფედოროვი
- ჩვენ დღეს ირანთან ომი დავასრულეთ, ისინი დათანხმდნენ, რომ არასდროს ექნებათ ბირთვული იარაღი - დონალდ ტრამპი
- უკრაინამ რუსეთის ტყვეობიდან 186 მოქალაქე დაიბრუნა
კონფლიქტები
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
ბიზნესი
- „გაიარე მეტი უსაფრთხოდ“ - „თეგეტა მოტორსის“ საგზაო უსაფრთხოების კამპანია სკოლებში
- „თეგეტა მოტორსის“ გეზის ფილიალში მომსახურების უნივერსალიზებული მოდელი დაინერგა
- „ტოიოტა ცენტრი თეგეტამ“ Toyota Ichiban-ის ჯილდო უკვე მეორედ მოიპოვა
- 1 ამპერი = 2 ლარი - „თეგეტა მოტორსის“ უპრეცედენტო შეთავაზება „ენერჯაიზერის“ აკუმულატორებზე
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- ხვიჩა კვარაცხელიას „პარი სენ-ჟერმენი“ ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულია
- გურამ კაშია სანაკრებო კარიერას ასრულებს
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება

















