გელა სამხარაულმა ამომრჩევლებს ახამეტაში დაგეგმილი ინფრასტრქტურული პროექტები გააცნო

საქართველო, თბილისი - 15:42 | 13.09.2016
ნანახია: 1326

„ქართული ოცნება -დემოკრატიული საქართველოს“ ახმეტისა და თელავის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი გელა სამხარაული ახმეტისა და თელავის მუნიციპალიტეტის სოფლების ყარაჯალას, სანიორესა და ნაფარეულის მოსახლეობას შეხვდა.

შეხვედრებში საქართველოს იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანიც მონაწილეობდა. ამომრჩეველთან საუბრისას აღინიშნა, რომ სახელმწიფო ინტიტუტების გასაძლიერებლად მმართველმა გუნდმა ყველაფერი გააკეთა და ქვეყნის განვითარების მყარი საფუძველი შექმნა. მომდევნო ოთხი წელი კი, ყველა დაწყებული რეფორმის ლოგიკურ დასასრულამდე მიყვანას სჭირდება. იუსტიციის მინისტრმა, თეა წულუკიანმა იმედი გამოთქვა, რომ გელა სამხარაულის პროფესიონალიზმი, პასუხისმგებლობა და პრინციპულობა ამომრჩევლისთვის გადაწყვეტილების მიღების პროცესში მთავარი განმსაზღვრელი ფაქტორი იქნება. იუსტიციის მინისტრის განცხადებით, მომავალ წელს ახმეტაში საზოგადოებრივი ცენტრი აშენდება, სადაც მოსახლეობა სახელმწიფო სერვისებით სწრაფად და ხარისხიანად სარგებლობის საშუალება ექნება. ცენტრალური ბიუჯეტიდან ამ მიზნით 600 000 ლარი გამოიყოფა. შეხვედრებში ახმეტის მოქმედი მაჟორიტარი დეპუტატი ზურაბ ზვიადაურიც მონაწილეობდა.





არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე