ალექსი პეტრიაშვილი დიდი დიღმის მეოთხე მიკრორაიონის მოსახლეობას შეხვდა

საქართველო, თბილისი - 15:15 | 13.09.2016
ნანახია: 1215

პარტია "ირაკლი ალასანია თავისუფალი დემოკრატების" საბურთალოს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ალექსი პეტრიაშვილი დიდი დიღმის მეოთხე მიკრორაიონის მოსახლეობას შეხვდა. მოსახლეობასთან შეხვედრა მეოთხე მიკრორაიონში მდებარე ამორტიზებულ სტადიონზე გაიმართა. ალექსი პეტრიაშვილის თქმით, ეს არის ერთადერთი სტადიონი ამ რაიონში და ძლიერი დაზიანების გამო მისი გამოყენება ბავშვებისთვის საფრთხის შემცველია. მან ადგილობრივ თვითმმართველობას და ხელისუფლებას მოუწოდა, სასწრაფოდ მოახდინონ სტადიონის აღდგენა და მოსახლეობას დაპირდა, რომ მისი გუნდის არჩევის შემთხვევაში თბილისის სხვადასხვა უბნები კეთილმოეწყობა.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე