უშიშროების საბჭოს სხდომა 15 სექტემბერს დაინიშნა

საქართველო, თბილისი - 14:49 | 13.09.2016
ნანახია: 1350

საქართველოს პრეზიდენტის მოწვევით, საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს სხდომა 2016 წლის15 სექტემბერს 16:00 საათზე, საქართველოს პრეზიდენტის რეზიდენციაში (თბილისი, მ.აბდუშელიშვილის ქ.1) გაიმართება.

სხდომის დღის წესრიგით გათვალისწინებულია ორი საკითხის განხილვა:

  1. საქართველოს სამხედრო ძალათა რაოდენობის განსაზღვრა 2017 წლისთვის
  2. საქართველოს თავდაცვის სამინისტროში დაგეგმილი რეფორმების შესახებ

მომხსენებლები:

ლევან იზორია - საქართველოს თავდაცვის მინისტრი
ვახტანგ კაპანაძე - საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსი, გენერალ-მაიორი

ეროვნული უშიშროების საბჭოს სხდომაში მონაწილეობის მისაღებად მოწვეულნი არიან საბჭოს მუდმივი წევრები.





არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე