გიორგი კოპაძე ამომრჩევლებთან შეხვედრებს განაგრძობს

საქართველო, თბილისი - 13:11 | 13.09.2016
ნანახია: 1277

„ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ ახალციხისა და ადიგენის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი გიორგი კოპაძე ამომრჩევლებს შეხვდა. მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა ამომრჩევლებს „ქართული ოცნების“ საარჩევნო პროგრამა გააცნო.

გიორგი კოპაძემ ადგილობრივების პრობლემები მოისმინა და მათ მოგვარებას დაპირდა. როგორც მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა აღნიშნა, საქართველო სწრაფი განვითარებით მიაღწევს კეთილდღეობას.

“ჩვენ ვირჩევთ საქართველოს, სადაც მოპოვებული თავისუფლებით და სწრაფი განვითარებით მივაღწევთ კეთილდღეობას”, - აღნიშნა გიორგი კოპაძემ





არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე