ექსკლუზივი: ,,პერსონა 2016“-ის ჯილდოს მფლობელი მიხეილ სააკაშვილი გახდება

საქართველო, თბილისი - 12:53 | 13.09.2016
ნანახია: 2619

საქართველოში პირველად წარმატებული მამაკაცების დაჯილდოების ცერემონიალი „პერსონა 2016“ გაიმართება, სადაც მონაწილეობას ღებულობენ სხვადასხვა სფეროში მოღვაწე წარმატებული მამაკაცები.   

როგორც „პრაიმნიუსჯორჯიასთვის“ გახდა ცნობილი, „პერსონა 2016“ -ის ტიტულის მფლობელი საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი გახდება.

„პერსონა 2016“-ის ნომინანტთა სიის ნაწილი კი ასე გამოიყურება: პაატა ბურჭულაძე , ბესო ჩუბინიძე, პარტია „მომავალი საქართველოს“ ლიდერი გიორგი ლაღიძე, ხოლო ხალხის რჩეული საქართველოს ამჟამინდელი პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი გახლავთ.

შეგახსენებთ , რომ „პერსონა 2016“ 30 სექტემბერს გაიმართება.



პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე