საგარეო საქმეთა მინისტრი სამუშაო ვიზიტით სტრასბურგში მიემგზავრება

საქართველო, თბილისი - 17:46 | 12.09.2016
ნანახია: 1307

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, მიხეილ ჯანელიძე 2016 წლის 13-14 სექტემბერს  სამუშაო ვიზიტით ეწვევა სტრასბურგს, სადაც შეხვედრებს გამართავს ევროპარლამენტში.  კერძოდ მინისტრი შეხვდება ევროპარლამენტის ვიცე-პრეზიდენტსა და  სხვადასხვა ფრაქციისა და საპარლამენტო კომიტეტის წარმომადგენლებს. მათ შორის გაიმართება მინისტრის შეხვედრა ევროპარლამენტში საქართველოს საკითხზე მომხსენებელთან მარია გაბრიელთან.

სტრასბურგში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში მიხეილ ჯანელიძე  შეხვდება ევროკომისარს ევროკავშირის სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში, იოჰანეს ჰანს.

შეხვედრების მთავარი საკითხები იქნება   საქართველო - ევროკავშირის ურთიერთობების დღის წესრიგში არსებული აქტუალური საკითხები, სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის პროცესის მიმდინარეობა და ევროპარლამენტთან თანამშრომლობის მნიშვნელობა.





არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე