დიმიტრი ხუნდაძის ინიციატივით, მცხეთის მომავალი განვითარების პრობლემატიკაზე შეხვედრა გაიმართა
საქართველო, თბილისი - 17:28 | 12.09.2016 ნანახია: 1589
„ქართული ოცნება- დემოკრატიული საქართველოს“ მცხეთის მაჯორიტარობის კანდიდატის, დიმიტრი ხუნდაძის ინიციატივით, მცხეთის მომავალი განვითარების პრობლემატიკაზე შეხვედრა გაიმართა. შეხვედრას ესწრებოდნენ მცხეთის მერი, მცხეთის საკრებულოს თავმჯდომარე, ქალაქის მთავარი არქიტექტორი, ადგილობრივი მცხოვრებლები, მცენიერები, მეუფე დავითი (ალავერდელი), სამთავროს ტაძრის სასულერო პირები. შეხვედრაზე ისაუბრეს მცხეთაში 2012 წლამდე განხორციელებულ პროექტებზე, რის გამოც მცხეთა იუნესკო-მ კულტურული ძეგლების სიიდან ამოიღო, თუმცა „ქართული ოცნების“ ხელისუფლების პირობებში ეს სტატუსი აღდგენილია. „მცხეთა არის მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობა და მასზე თითოეულ ჩვენგანს უდიდესი პასუხისმგებლობა გვაკისრია. რაც ხორციელდებოდა მცხეთაში, აღარასდროს აღარ განმეორდება. მცხეთელებს ვპირდები, რომ ის შეუსაბამო პროექტები, მაგალითად ხიდი, კანალიზაციის კოლექტორი, რომლის გაკეთებაც საბედნიეროდ სააკაშვილმა ვეღარ მოასწრო, მომავალში არც კი განიხილება”, - განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ. მისივე თქმით, ხელისუფლების მუშაობის შედეგია, რომ მცხეთა იუნესკო-ს კულტურული ძეგლების სიაში დაბრუნდა. „ჩვენ გვაქვს სამომავლო გეგმა და ამ პროგრამის ერთ-ერთი პროექტი არის საფეხმავლო ხიდის აღდგენა, რომელიც მე-4 საუკუნიდან მე-20 საუკუნემდე სვეტიცხოველს ჯვრის მონასტერთან აკავშირებდა. ეს ხიდი ხელს შეუწყობს რელიგიური ტურიზმის განვთარებას მცხეთაში. როდესაც საპატრიარქოში ეს პროექტი გამაცნეს, ძალიან მომეწონა. ვპირდები მცხეთელებს, რომ ახალი მოწვევის პარლამენტის პირველივე დღიდან, თუ მე კვლავ არჩეული ვიქნები, ეს პროექტი, სხვა პროექტებთან ერთად, აუცილებლად განხორციელდება. მცხეთა არასოდეს აღარ დაბრუნდება წარსულში. მას მიეცემა როგორც განვითარების პერსპექტივა, ასევე შევინარჩუნებთ ძველ ღირსებას”, - განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ. ამასთან, როგორც მეუფე დავითმა (ალავერდელი) აღნიშნა, საუბარი არ არის იმაზე, რომ მცხეთა მხოლოდ კულტურული მემკვიდრეობის ადგილსამყოფელი უნდა იყოს, პირიქით, მცხეთაში განსახოეცილებელ ყველა პროეტს პროფესიონალიზმით და დიდი ოსტატობით უნდა მიდგომა. „დიმიტრი ხუნდაძემ გვიჩვენა პროექტები, რომელიც უკვე აშენებულია ამ ქალაქში. სწორი გადაწყვეტაა, ყველა დიდი პროექტი გატანილია ძველი მცხეთიდან, არ დაირღვეულა კულტურული ძეგლის სახე და ქალაქსაც დიდი განვითარების პერსეპქტივა მიეცა. სწორედ ასე უნდა გაგრძელდეს. ვიმედოვნებთ, რომ ის პროექტები, რომელიც შეჩერდა 4 წლის წინ, არასოდეს აღარ აღსდგება, რადგან ამ პროექტებმა ჩვენ მცხეთა დაგვაკარგვინა. ჩვენი ეკლესიის და ხელისუფლების მონდომებით, მცხეთა დაუბრუნდა იუნესკო-ს ნუსხას, თუმცა ბრძოლა მცხეთის გადასარჩენად გრძელდება. შეიძლება, ადამიანებს განსხვავებული პოლიტიკური შეხედულებები გვქონდეს, მაგრამ ყველაზე აღმატებულია ის, რასაც ჩვენს შთამომავლობას დავუტოვებთ“,-აღნიშნა შეხვედრაზე მეუფე დავითმა (ალავერდელი).
პოლიტიკა
- შემოდის კონკრეტული მექანიზმი, რომლის თანახმადაც, უცხოელი საქართველოს მოქალაქეზე თუ დაქორწინდება და ბინადრობის ნებართვას მოითხოვს, კომისიასთან გასაუბრება მოუწევს - ალექსანდრე დარახველიძე
- მე წინააღმდეგი ვიყავი “ოპოზიციის ალიანსში” შესვლის, სააკაშვილი კი თვლიდა, რომ ენმ გახდებოდა თავდასხმის ობიექტი და მას პირადად დაბრალდებოდა ერთობის ჩაშლა - თინა ბოკუჩავა
- ელენე ხოშტარიას ჯანმრთელობის მიმართ პენიტენციური სისტემის დამოკიდებულება პოლიტიკური დევნის მკაფიო გამოხატულებას წარმოადგენს - ქალი პოლიტიკოსები
- ირაკლი კობახიძე ოფიციალური ვიზიტით ტაჯიკეთში გაემგზავრა
საზოგადოება
- „როცა უბრალოდ ერთად ვართ“ - „თეგეტაში“ მამის დღე აღნიშნეს
- ისრაელის ბიზნესსაზოგადოებასთან თანამშრომლობა - მზადება იერუსალიმის ბიზნესფორუმისთვის საქართველოში
- PSP-ს კამპანია Cannes Lions-ის ორ ყველაზე პრესტიჟულ კატეგორიაში მოხვდა
- მახსოვს, როგორ ვიკრიბებოდით ე.წ. "იატაკქვეშეთში"… ვემზადებოდით რადიკალური ქმედებისთვის იმ შემთხვევაში,თუ ქუჩის აქციები კულმინაციას და შეუქცევადობას მიაღწევდენენ - მოროშკინა
სამართალი
- ელენე ხოშტარიას ჯანმრთელობის მდგომარეობა უარესდება, აქვს მოძრაობის გაძნელება, თურქი ექიმების შეფასებით, სათანადო მკურნალობის გარეშე, შესაძლოა, მის ჯანმრთელობას გამოუსწორებელი ზიანი მიადგეს - ადვოკატი
- აჭარაში ნარკოდანაშაულის ბრალდებით ორი პირი დააკავეს
- სამართალდამცველებმა ნარკოდანაშაულის ბრალდებით შვიდი პირი დააკავეს, ამოღებულია ნახევარ კილოგრამამდე „მეთადონი“
- სენაკში შვილმა მამა დაჭრა
მსოფლიო
- იტალიასა და მის პრემიერს არც კი უფიქრიათ ირანისა და ბირთვული საფრთხის წინააღმდეგ ჩართულიყვნენ, ათწლეულების განმავლობაში ჩვენ მათ ვიცავდით, მაგრამ ახლა გამოცდა ვერ ჩააბარეს - დონალდ ტრამპი
- პუტინს სურს, რომ ჩვენთან ყველაფერი იწვოდეს, ის შეშლილია, ამის მიუხედავად, მზად ვართ მასთან მოლაპარაკებისთვის, მაგრამ ევროპამ სრულად უნდა იმოქმედოს, რათა ჩვენ ძლიერი პოზიცია გვქონდეს - ვოლოდიმირ ზელენსკი
- რუსებისთვის ჯოჯოხეთი იწყება - მიხაილო ფედოროვი
- ჩვენ დღეს ირანთან ომი დავასრულეთ, ისინი დათანხმდნენ, რომ არასდროს ექნებათ ბირთვული იარაღი - დონალდ ტრამპი
კონფლიქტები
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
ბიზნესი
- „გაიარე მეტი უსაფრთხოდ“ - „თეგეტა მოტორსის“ საგზაო უსაფრთხოების კამპანია სკოლებში
- „თეგეტა მოტორსის“ გეზის ფილიალში მომსახურების უნივერსალიზებული მოდელი დაინერგა
- „ტოიოტა ცენტრი თეგეტამ“ Toyota Ichiban-ის ჯილდო უკვე მეორედ მოიპოვა
- 1 ამპერი = 2 ლარი - „თეგეტა მოტორსის“ უპრეცედენტო შეთავაზება „ენერჯაიზერის“ აკუმულატორებზე
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- ხვიჩა კვარაცხელიას „პარი სენ-ჟერმენი“ ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულია
- გურამ კაშია სანაკრებო კარიერას ასრულებს
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება

















