ასათიანის N10-ში 50 ერთეული ხე-მცენარეს სხვლა-ფორმირება ჩაუტარდება

საქართველო, თბილისი - 13:12 | 12.09.2016
ნანახია: 1261

თბილისში, ასათიანის N10-ის მიმდებარედ ორმოცდაათ მრავალწლიან ნარგავს სხვლა-ფორმირება ჩაუტარდება. ტერიტორია კომპანია „ბი-დი ფროფერთის“ ეკუთვნის, ტერიტორიაზე  კომპლექს “თბილისი გარდენის“ მშენებლობა მიმდინარეობს.

სხვლა-ფორმირება და მოვლითი ღონისძიებები უტარდება, როგორც წიწვოვან ნარგავებს, ისე ვერხვებსაც, რომელთა მდგომარეობა სპეციალისტების შეფასებით, არასახარბიელოა. ხმელი ტოტებისგან გაიწმინდება ასათიანის ქუჩის გასწვრივ არსებული ხეებიც, რადგან ისინი საფრთხეს უქმნის ფეხით მოსიარულეებს.

სხვლა-ფორმირების სამუშაოებს ახორციელებს „პროფესიონალთა გაერთიანება ხის მოვლისათვის საქართველოში“ მისი ხელმძღვანელის, დავით სამხარაძის უშუალო მეთვალყურეობით.

ასათიანის N10-ში ნარგავების მოვლითი ღონისძიებების ჩატარების თხოვნით, ინვესტორმა მერიას რამდენიმე კვირის წინ მიმართა. შესაბამისი ნებართვა კი თბილისის გამწვანების სამსახურმა გასცა.

 





არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე