თბილისში კიდევ ერთი ახალი საბავშვო ბაღის მშენებლობა დაიწყო

საქართველო, თბილისი - 14:01 | 11.09.2016
ნანახია: 1485

ნაძალადევის რაიონში, თემქაზე, ურეკისქუჩა №4-ში, ახალი საბავშვო ბაგა-ბაღის მშენებლობა დაიწყო.

შენობის საძირკველში სიმბოლური კაფსულა დღეს თბილისის მერმა დავით ნარმანიამ შვილებთან, საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელთან, თემურ თორდინავასთან, საკრებულოს თავმჯდომარის პირველ მოადგილესთან, გიორგი ტყემალაძესთან და სამშენებლო კომპანია ,,BUILD TERRITORY’’-ს წარმომადგენლებთან ერთად ჩადო.

ბაღი ყოფილი №113 ბაღის ტერიტორიაზე შენდება.  ორსართულიანი შენობა 1 483 კვ.მ-ზე განთავსდება.  ბაღში 10 ჯგუფი (2 ბაგა) გაიხსნება და სკოლამდელი განათლების მიღებას 400-მდე ბავშვი შეძლებს.  ბაღში  65-მდე ადამიანი დასაქმდება.

თბილისი მერის განცხადებით, საარჩევნო დაპირებები სრულდება და ბაღების მშენებლობა ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს.

„ეს მეოთხე საბავშვო ბაღია, რომლის მშენებლობაც დავიწყეთ და მომდევნო წლის მაისის ბოლოს დავამთავრებთ. წელს კიდევ ექვსი ახალი ბაღის მშენებლობას დავიწყებთ. სამი ახლადაშენებული ბაღი კი უკვე მზად არის და უახლოეს მომავალში გავხსნით, რათა დამატებით  მივიღოთაღსაზრდელები. ასე რომ, მომდევნო წლის ბოლოს, ყველა ის ძირითადი დანაპირები, რაც გვქონდა ბაღების მშენებლობასთან დაკავშირებით, გვექნება შესრულებული“- განაცხადა დავით ნარმანიამ.

აღსანიშნავია, რომ თემქაზე მშენებარე ბაღის შენობა განსაკუთრებული საჭიროების მქონე ბავშვებისთვის ადაპტირებული იქნება.





არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე