დავით ბაქრაძემ სოფელ გამარჯვებაში დეპუტატობის კანდიდატად ნუგზარ წიკლაური წარადგინა

საქართველო, თბილისი - 12:50 | 11.09.2016
ნანახია: 1437

დავით ბაქრაძემ სოფელ გამარჯვებაში თეთრიწყაროს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატად ნუგზარ წიკლაური წარადგინა. ამომრჩევლებს ბაქრაძემ პარტიის ეკონომიკური პროგრამა და ის სამოქმედო გეგმა გააცნო, რომლის განხორციელებასაც პარტია გამარჯვების შემთხვევაში გეგმავს. ეს ეხება მცირე და საშუალო ბიზნესისთვის შეღავათების დაწესებას, რომლის მეშვეობითაც შესაძლებელი გახდება დამატებითი სამუშაო ადგილების შექმნა.

ადგილობრივ მოსახლეობას პარტია მომავალი საქართველოს თავმჯდომარემ გიორგი ლაღიძემ მიმართა და წალკელებს ნაციონალური მოძრაობის კანდიდატის მხარდაჭერისაკენ მოუწოდა. ნუგზარ წიკლაურმა წალკაში ტურისტული პოტენციალის ზრდის შესაძლებლობაზე ისაუბრა.





არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე