ზურაბ პატარაძე სოფელ ცეცხლაურში საბავშვო ბაღის მშენებლობის პროცესს გაეცნო

საქართველო, თბილისი - 12:45 | 11.09.2016
ნანახია: 1424

აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, ზურაბ პატარაძემ მუნიციპალიტეტის წარმომადგენლებთან ერთად სოფელ ცეცხლაურის საბავშვო ბაღის სამშენებლო სამუშაოები დაათვალიერა.

პროექტის ფარგლებში ორსართულიანი თანამედროვე სტანდარტების შენობა აშენდა, რომელიც შშმ პირებისათვის ადაპტირებულია. სკოლამდელი აღზრდის დაწესებულება 105 აღსაზრდელზეა გათვლილი.

ინფარსტრუქტურლი ღონისძიებისთვის ბიუჯეტიდან 290 043 ლარი დაიხარჯება, რომელსაც შპს „ნიკა" აწარმოებს. სამშენებლო სამუშაოები ნოემბრის თვეში დასრულდება.





არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე