შსს–ს აჭარის დანაყოფებმა ლეიკემიით დაავადებული ბავშვებისთვის სისხლი გაიღეს

საქართველო, თბილისი - 11:30 | 11.09.2016
ნანახია: 1761

შსს-ს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის, საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის აჭარის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა ლეიკემიით დაავადებული ბავშვებისთვის სისხლი ჩააბარეს.
მიზანი ბავშვებისთვის საჭირო სისხლისა და სისხლის კომპონენტების დეფიციტის შემცირებაა. აქციაში „გაიღე სისხლი, გადაარჩინე სიცოცხლე“ შინაგან საქმეთა სამინისტროს სხვადსხვა დანაყოფის თანამშრომლები, უკვე მეოთხე წელია მონაწილეობენ. აღნიშნულ აქციაში მონაწილეობა გაგრძელდება.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე