აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ჩაქვში მიმდინარე წყლის სისტემების რეაბილიტაციის პროცესს გაეცნო

საქართველო, თბილისი - 11:22 | 11.09.2016
ნანახია: 1291

დღეს, აჭარის ა.რ მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე ქალაქის მერთან გიორგი ერმაკოვთან ერთად ჩაქვში მიმდინარე წყლის სისტემების რეაბილიტაციის პროცესს გაეცნო. 
ქალაქ ბათუმის მუნიციპალური ინფრასტრუქტურის პროექტის III ფაზის ფარგლებში ჩაქვის , მწვანე კონცხის, მახინჯაურის წყლის სისტემების რეაბილიტაცია ხორციელდება. 
,,მიმდინარეობს ძალიან მნიშვნელოვანი სამუშაოები. მოკლე დროში დასრულდება რეზერვუარის მშენებლობა. ეს არის თანამედროვე ტიპის შენობა-ნაგებობა, რომელიც აღჭურვილია თანამდეროვე ტექნიკით. რაც ბუკნარის დასახლების და ჩაქვის ნაწილის მოსახლეობას სრულად გადაუწყვეტს წყლის პრობლემას. 1000-ზე მეტ აბონენტს მიეწოდება სასმელი წყალი. ყოველივე ეს ხელს შეუწყობის ჩვენს რეგიონში ტურიზმის განვითარებას"-აღნიშნა მთავრობის თავმჯდომარემ.
პროექტი მოიცავს, როგორც სამომხმარებლო და მაგისტრალური მილსადენების მოწყობას, ასევე წყლის სამარაგო რეზერვუარების მშენებლობას, რომლებიც მოამარაგებენ აღნიშნული დასახლებების მაცხოვრებლებს. 
ჩაქვში მიმდინარე წყლის სამარაგო რეზერვუარების მშენებლობა მოცულობით 2005 კუბ.მეტრიან და 900 კუბ.მეტრიან რეზერვუარებს მოიცავს. 
ასევე მიმდინარეობს მახინჯაურში 1800 კუბ.მ რეზერვუარის მშენებლობა, რომელიც გარდა მახინჯაურის მოსახლეობისა, მოამარაგებს ე.წ ,,ბენზეს დასახლებას". 
წყლის სისტემების რეაბილიტაციის პროექტი დაიწყო გასულ წელს, მისი მთლიანი ღირებულება 6 მილიონ 100 ათას ევროს შეადგენს. პროექტი 2017 წელს დასრულდება.





არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე