NDI: ”ხვალ რომ საპარლამენტო არჩევნები იყოს” – ნაცმოძრაობა - 13%, ქართული ოცნება -11%

საქართველო, თბილისი - 12:06 | 17.10.2015
ნანახია: 1728

NDI-ის კვლევის მიხედვით, ხვალ რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს, კოალიცია ქართულ ოცნებას მხარს გამოკითხულთა 11% დაუჭერდა, ერთიან ნაციონალურ მოძრაობას კი  - 13%.

შეკითხვაზე, "ხვალ რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას", პროცენტული მონაცემები ასე გადანაწილდა: ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - 13%, კოალიცია ქართული ოცნება – 11%, თავისუფალი დემოკრატები - 4%; პატრიოტთა ალიანსი -4%; ლეიბორისტული პარტია - 3%. ასევე 3% მოდის კატეგორიაზე – "სხვა".

კატეგორია "არ ვიცი" აირჩია 35%-მა, "არც ერთი პარტია" – 14%, "უარი პასუხზე" – 13%.  

კვლევა 8 აგვისტოდან - 10 სექტემბრამდე პერიოდში, საქართველოს მასშტაბით 4,448 პირისპირ ინტერვიუს წარმომადგენობითი შერჩევის საფუძველზე, ქვეყნის მოსახლეობას შორის ჩატარდა. კვლევაში საშუალო ცდომილების ზღვარი არის +/- 3.01%. NDI-ის კვლევებს აფინანსებს შვედეთის საერთაშორისო თანამშრომლობის განვითარების სააგენტო (Sida) და ატარებს კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრი (CRRC).




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე