ამერიკის კონგრესმა საქართველოს მხარდამჭერი რეზოლუცია დაამტკიცა

საქართველო, თბილისი - 09:57 | 09.09.2016
ნანახია: 1394

ამერიკის კონგრესის წარმომადგენელთა პალატამ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მხარდამჭერი ორპარტიული რეზოლუცია დაამტკიცა.

დოკუმენტს 410-მა კონგრესმენმა დაუჭირა მხარი, წინააღმდეგი კი ხმა მხოლოდ 6-მა მისცა. 

რეზოლუცია საქართველოს მეგობართა ჯგუფის თანათავმჯდომარეების, ტედ პოსა და ჯერალდ კონოლის მიერ არის ინიცირებული. 

კონგრესმენები გმობენ რუსეთის მიერ საქართველოში სამხედრო ინტერვენციასა და ოკუპაციას, ასევე აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების საოკუპაციო ხაზის გასწვრივ მიმდინარე არალეგალურ ქმედებებს.

რეზოლუცია მოუწოდებს რუსეთს, გააუქმოს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის აღიარება და პატივი სცეს საქართველოს  სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას. კანონმდებლები ასევე მოუწოდებენ მოსკოვს, ცეცხლის შეწყვეტის შესახებ 2008 წლის შეთანხმებით აღებული ვალდებულებები შეასრულოს.

რეზოლუციაში ხაზგასმულია აშშ-ს მიერ საქართველოს თავდაცვისუნარიანობის გაძლიერების მნიშვნელობა ერთობლივი წვრთნების ჩატარებისა და თავდაცვითი შესაძლებლობების უზრუნველყოფის გზით.

 





არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე