გიორგი მარგველაშვილმა ალექსანდრ ვერშბოუ ოქროს საწმისის ორდენით დააჯილდოვა

საქართველო, თბილისი - 16:04 | 08.09.2016
ნანახია: 1259

საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვლმა საქართველოს სუვერენიტეტის განმტკიცებისთვის, ნატო-საქართველოს ურთიერთობების გაღრმავებისა და საქართველოს ევროინტეგრაციის საქმეში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის, ნატო-ს გენერალური მდივნის მოადგილე ალექსანდრ ვერშბოუ ოქროს საწმისის ორდენით დააჯილდოვა.

ვერშბოუს დაჯილდოვების ცერემონიალს ნატო-ს გენერალური მდივანი, ნატო-ს წევრი ქვეყნის ელჩები და საქართველოს მთავრობის წევრები დაესწრნენ. 

მანამდე პრეზიდენტმა გაფართოებულ ფორმატში უმასპინძლა ნატო-ს გენერალურ მდივანს.

ამასთან, პრეზიდენტის რეზიდენციაში დღეს ატლანტიკური საბჭოს შეხვედრა გაიმართება. 





არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე