გლდანის რაიონში მდებარე რამდენიმე კორპუსის სახურავი განახლდა

საქართველო, თბილისი - 15:41 | 08.09.2016
ნანახია: 1308

გლდანის რაიონში ოთხი კორპუსის სახურავის რეაბილიტაცია დასრულდა. გლდანის მე-4 მ/რ-ის 93ა, მუხიანის I მ/რ-ის მე-17, მუხიანის III მ/რ-ის პირველ და გლდანის მე-7 მ/რ-ის მე-16 კორპუსების სახურავებზე, 2619 კვ.მ ფართობზე, ახალი ბრტყელი სახურავები მოეწყო. ბინათმესაკუთრეთაამხანაგობებისგანვითარებისხელშეწყობისპროგრამისფარგლებში შესრულებული სამუშაოებისთვის, გლდანის რაიონის გამგეობის ბიუჯეტიდან 45 337.05 ლარი დაიხარჯა.

2016 წლის მონაცემებით, გლდანის რაიონში ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში, სულ 73 ობიექტზე მოხდა ბრტყელი სახურავის რეაბილიტაცია, რისთვისაც გამგეობის ბიუჯეტიდან 495 787,95 ლარი გამოიყო.

წლის ბოლომდე კიდევ 21 მისამართზე იგეგმება ბრტყელი სახურავის რეაბილიტაცია, სამუშაოების ღირებულება 128 467,84 ლარს შეადგენს.





არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე