ჩხუბი საოლქო კომისიაში - გასროლილი ჭიქა მდივანს მოხვდა
საქართველო, თბილისი - 15:08 | 08.09.2016 ნანახია: 1811
ხაშურის 35-ე საოლქო საარჩევნო კომისიაში თავმჯდომარემ იმედო ლაცაბიძემ და ,,თავისუფალი დემოკრატების" წარმომადგენელმა დავით მეტრეველმა იჩხუბეს.
იმედო ლაცაბიძისკენ გასროლილი ჭიქა მდივანს ლია პირმისაშვილს მოხვდა.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 125-ე მუხლის მიხედვით (ცემა) დაიწყო.
დავით მეტრეველს საოლქოს წარმომადგენლის სტატუსი ჩამოართვეს. იგი ,,თავისუფალი დემოკრატების" წევრია.
ინციდენტი გუშინ მოხდა.
„თათბირი გვქონდა. მეტრეველი ჯერ საოლქოს მდივანს ლია პირმისაშვილს უყვიროდა და შემდეგ მე. რამდენიმე დღის წინ, ის ე.წ. საარჩევნო ბადეს ითხოვდა და ამბობდა, რომ პარტიაში წასაღებად ჭირდებოდა. ჩვენ ავუხსენით, რომ საჯარო ინფორმაციის გამოთხოვასთან დაკავშირებით განცხადება დაეწერა. განცხადება მართლაც დაწერა და პასუხიც მიიღო, თუმცა ცესკოში ჩავიდა და გვიჩივლა, რომ თურმე ინფორმაციას არ ვაძლევდით. ამ საკითხს ეხებოდა ჩვენი საუბარი“ - აცხადებს 35-ე საოლქო კომისიის თავმჯდომარე იმედო ლაცაბიძე.
კამათი მხარეებს შორის სიტყვიერ შეურაცხყოფაში გადაიზარდა. ლაცაბიძე და ლია პირმისაშვილი ყვებიან, რომ დავით მეტრეველმა ჭიქა ისროლა.
,,ჭიქა მესროლა, ავიცილე. ჯერ კედელს მოხვდა და შემდეგ მდივანს" - ამბობს იმედო ლაცაბიძე.
ფაქტს საოლქო კომისიის მდივანი ლია პირმისაშვილი ადასტურებს.
„იმედო ლაცაბიძე მოგიყვებათ უკეთესად, რაც მოხდა. ჩვენ მაშინვე პოლიცია გამოვიძახეთ, მოვიდნენ, ჩვენებები ჩამოგვართვეს და შედგა ოქმი. გამოძიება მიმდინარეობს“ - გვითხრა ოლქის მდივანმა ლია პირმისაშვილმა.
შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრი ,,თავისუფალი დემოკრატების" ხაშურის ორგანიზაციის წარმომადგენლებს დაუკავშირდა.
მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი დიანა გელაშვილი აცხადებს, რომ დავით მეტრეველი საოლქო კომისიის წევრობიდან მოიხსნა და პარტიის სახელით ვეღარ ისარგებლებს. დავით მეტრეველთან დაკავშირება ჯერჯერობით ვერ მოხერხდა.
საქმეზე გამოძიება შინაგან საქმეთა სამინისტრომ სისხლის სამართლის კოდექსის 125-ე ცემის ფაქტზე უკვე დაიწყო.
წყარო www.qartli.ge
პოლიტიკა
- სრული ბოდვაა, ქვეყნის შიგნით რა კანონებია საჭირო, ხელისუფლება გადაწყვეტს - კახა კალაძე „მოსკოვის მექანიზმის“ ანგარიშზე
- მინდა, ვუთხრა რეჟიმის ყველა მსხვერპლს - თქვენ მოიპოვეთ ახალი მნიშვნელოვანი მექანიზმი იმისთვის, რომ ამ რეჟიმმა პასუხი აგოს სამართლებრივად ყველა დარღვევაზე - სალომე სამადაშვილი
- ეუთო-ს რეკომენდაციები ან უნდა შესრულდეს, ან დადგება ანგარიშში აღწერილი პოლიტიკური და სამართლებრივი შედეგები - ლონდა თოლორაია
- „მოსკოვის მექანიზმით“ გათვალისწინებულ რეკომენდაციებს არ შევასრულებთ, ჰააგის სასამართლო არ გვაშინებს, პირიქით, მათ სასამართლოდ გადავაქცევთ - თენგიზ შარმანაშვილი
სამართალი
- კახეთში ახალგაზრდა კაცს თანხის გამოძალვის მიზნით, პირადი ცხოვრების ამსახველი ფოტო-ვიდეო მასალა სოციალურ ქსელში გაუვრცელეს, რის შემდეგაც მან თავი მოიკლა - დაკავებულია 2 პირი
- თბილისში უცხო ქვეყნის მოქალაქეს ყაჩაღურად თავს დაესხნენ
- დააკავეს 4 არასრულწლოვანი, რომელთაც აფთიაქებიდან და მაღაზიიდან პროდუქცია გაიტაცეს
- თინა ხიდაშელი და გუბაზ სანიკიძე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში გამოკითხვაზე დაიბარეს
მსოფლიო
- სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლომ ბელარუსის მიერ კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილი შესაძლო დანაშაულების გამოძიება დაიწყო - Reuters
- ჩვენ მთლიანად ვანადგურებთ ირანის ტერორისტულ რეჟიმს, ნახეთ, რა დაემართებათ დღეს ამ შეშლილ ნაძირლებს, მე, როგორც აშშ-ის პრეზიდენტი, ვკლავ მათ, დიდი პატივია ამის გაკეთება - დონალდ ტრამპი
- ერაყში, სამხედრო ბაზაზე დრონების თავდასხმის შედეგად ერთი ფრანგი სამხედრო დაიღუპა და ექვსი დაიჭრა
- ევროკავშირის სანქციები იმ ადამიანებზეც უნდა გავრცელდეს, ვინც პასუხისმგებლები არიან საქართველოში დემოკრატიის განადგურებაზე - მალგოჟატა გოშევსკა
კონფლიქტები
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება
- საქართველოს ნაკრებმა ჩეხეთი დიდი ანგარიშით დაამარცხა
- საქართველოს ეროვნული ნაკრები ერთა ლიგის გათამაშებისთვის ემზადება

















