გორკის ქუჩა N28-ში სკვერის მშენებლობა მიმდინარეობს

საქართველო, თბილისი - 14:54 | 08.09.2016
ნანახია: 1423

ჩუღურეთის რაიონში ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელება გრძელედება. გორკის ქუჩა N28-ში ახალი სკვერის მშენებლობა მიმდინარეობს. ჩუღურეთის რაიონის გამგებელმა ზურაბ ჩიკვილაძემ მიმდინარე სამუშაოები დაათვალიერა და იქ მცხოვრებ მოსახლეობას შეხვდა.

ჩუღურეთის რაიონის გამგებლის თქმით, ტერიტორიაზე, სადაც წლების განმავლობაში ნაგავი უნებართვოდ იყრებოდა, საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი სკვერის მოწყობა დაპირებისამებრ ხორციელდება და მიმდინარე სამუშაოები უახლოეს მომავალში დასრულდება.

სკვერის ტერიტორიაზე მიმდინარეობს ბორდიურებისა და დეკორატიული ფილების მონტაჟი, რის შემდეგაც დაიდგმება სკამები და ინვენტარი. სკვერი ლითონის დეკორატიული ღობით შემოიღობება. პატარებისთვის კი სათამაშო მოედანი მოეწყობა.

ჩუღურეთის რაიონში, მიმდინარე წელს 4 ახალი სკვერი შეემატება .




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე